X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხაშურელი პატარები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან

22 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ხაშურის გამგებელთან გიორგი გურასპაშვილთან ერთად,  2015-2016 წლებში რეაბილიტირებული,   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული,  საბავშვო ბაღები დაათვალიერა.  

2015 წელს ქალაქ ხაშურში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3  ბაგა-ბაღს.  ხოლო 2016 წელს  დაიწყო 180 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. რეაბილიტაციის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, სამივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ხაშურის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 720 517 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად ხაშურში მცხოვრები 600-მდე აღსაზრდელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში შეძლებს სიარულს.   

რაც შეეხება ახალ საბავშვო ბაღს, მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ბაგა-ბაღის  სამშენებლო სამუშაოებისთვის 721 864 ლარია გამოყოფილი.  

2013-2016 წლების განმავლობაში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით სულ,   საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის 227 პროექტი დაფინანსდა, ღირებულებით 44 162 799 ლარი.